რეგიონული განვითარების ქსელი (RDN) შეიქმნა ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელიც სათემო განვითარების მიმართულებით არის დაინტერესებული.
ქსელის წევრები და მხარდამჭერები არიან, როგორც შიდა ქართლის სხვადასხვა რეგიონის სოფლების წარმომადგენლები, ასევე ორგანიზაციის მიზნებით დაინტერესებული ადამიანები, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
დღეისათვის ორგანიზაციამ შიდა ქართლის 5 თემში მოახდინა საჭიროებების ანალიზი და მიმდინარე თუ მომავალი პროექტების სამიზნე ჯგუფად განსაზღვრა, კონფლიქტის ზონის ის სოფლები, რომელიც განლაგებულია ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან და კონფლიქტით გამოწვეულ პრობლემები დღემდე აქტუალურია.
უახლოეს დროში ჩვენ შემოგთავაზებთ ჩვენი ანალიზის შედეგებს და ამ საჭიროებების საპასუხოდ დასახულ გეგმებს.
წინასწარ გიხდით მადლობას მხარდაჭერისათვის.
No comments:
Post a Comment