3/31/13

საქველმოქმედო აქცია - ახალი შესაძლებლობები

სათემო განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს საქველმოქმედო აქცია „ახალი შესაძლებლობები“

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალგაზრდული საგანმანათლებლო და სამოქალაქო აქტივობის ცენტრის ჩამოყალიბება შიდა ქართლის რეგიონში, ხაშურის რაიონის წაღვლის თემში (სოფლები - კლდისწყარო, ქვ./ზემო ბროლოსანი, წაღვლი, ჩორჩანა).  

აღნიშნული სოფლები  დაშორებულია რაიონულ ცენტრს, არ არის ხელმისაწვდომობა ინტერნეტსა და შესაბამისად, საინფორმაციო - საგანმანათლებლო რესურსებზე.


საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, თითოეულ მოქალაქეს  გთხოვთ, შეიტანოთ საკუთარი წვლილი სოფლად ახალგაზრდების მხარდასაჭერად.


თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ პროექტს შემდეგი შემოწირულობით:

 კომპიუტერები, (დესკტოპი, ლეპტოპი) რომელიც აღარ გჭირდებათ, თუნდაც დაზიანებული, ჩვენ მას შევაკეთებთ
კომპიუტერის მონიტორები, ნებისმიერი სხვა აქსესურები და ნაწილები
 მობილური კავშირის ინტერნეტ მოდემები (ეს ერთადერთი საშუალებაა ინტერნეტ კომუნიკაციის დასამყარებლად შორეულ სოფლებში)
 პრინტერები
პროექტორები
 საკანცელარიო დაფები
სასწავლო პროგრამები და წიგნები
ფულადი შემოწირულობა

მოგვწერეთ ელ-ფოსტის მისამართზე rdngeo@gmail.com და ჩვენი წევრები თვითონ მოგაკითხავენ შემოწირულობის წასაღებად, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

პროექტის ჯგუფი ანაზღაურების გარეშე მუშაობს, ამიტომ ჩვენ მინიმალური ხარჯები გვაქვს ცენტრის ფუნქციონირებისათვის.

 ცენტრის ბაზაზე ახალგაზრდები შეისწავლიან, როგორც კომპიუტერულ პროგრამებს, ასევე შესაძლებლობა მიეცემათ განივითარონ სხვადასხვა ინტერესები ინტერნეტის მეშვეობით, გაიზრდება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ცენტრი ორგანიზებას გაუწევს სხვადასხვა შეხვედრებსა და დისკუსიებს სამოქალაქო აქტივობის წახალისების მიზნით.

ცენტრის  მეშვეობით, ახლაგაზრდებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა პიროვნული და პროფესიული ზრდისათვის, რაც გააუმჯობესებს მათ მორალურ მდგომარეობას და არაპირდაპირ შეამცირებს მიგრაციას ამ სოფლებიდან.

3/19/13

ქსელის აქტივობა



რეგიონული განვითარების ქსელი (RDN)  შეიქმნა ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელიც სათემო განვითარების მიმართულებით არის დაინტერესებული. 

ქსელის წევრები და მხარდამჭერები არიან, როგორც შიდა ქართლის სხვადასხვა რეგიონის სოფლების წარმომადგენლები, ასევე ორგანიზაციის მიზნებით დაინტერესებული ადამიანები, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 

დღეისათვის ორგანიზაციამ შიდა ქართლის 5 თემში მოახდინა საჭიროებების ანალიზი და მიმდინარე თუ მომავალი პროექტების სამიზნე ჯგუფად განსაზღვრა, კონფლიქტის ზონის ის სოფლები, რომელიც განლაგებულია ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან და კონფლიქტით გამოწვეულ პრობლემები დღემდე აქტუალურია. 

უახლოეს დროში ჩვენ შემოგთავაზებთ ჩვენი ანალიზის შედეგებს და ამ საჭიროებების საპასუხოდ დასახულ გეგმებს. 

წინასწარ გიხდით მადლობას მხარდაჭერისათვის.