6/8/13

შეხვედრა სოფელ ერგნეთში/Meeting in Egrneti

პროგრამის "დისკუსიები ადამიანის უფლებების შესახებ" ფარგლებში, RDN-მა "გოუ ჯგუფის" სტუდია "თვითმხილველთან" და "რეაბილიტაციისა და განვითარების ცენტრ-ერგნეთთან"თანამშრომლობით, მორიგი შეხვედრა გამართა გორის რაიონის სოფელ ერგნეთის სკოლის მოსწვლეებთან და მასწავლებლებთან.  სტუდია "თვითმხილველის' დოკუმენტური ფილმების ჩვენება და დისკუსიები ადამიანის უფლებების შესახებ ინტენსიურად გაგრძელდება შიდა ქართლის სხვა თემებშიც, სათემო დონეზე განხილვებისა და სამოქალაქო აქტივობის წახალისების მიზნით.  
RDN-ი უღრმეს მადლობას უხდის "გოუ ჯგუფს" მხარდაჭერისათვის.  

Under the framework of "Discussions about Human Rights Programme", in partnership with GoGroup Media - Eyewitness Studio and Rehabilitation and Development Center - Ergneti, anoother meeting was held in village Ergneti, Gori Municipality. To promote civic activism and facilitate community level discussion about human rights, discussions and screening of documentaries of Eyewitness Studio will continue in various communities in Shida Kartli.
RDN team likes to thank Go Group Media for support and partnership.  




6/6/13

შეხვედრა სოფელ კნოლევში/Meeting in Knolevi

პროგრამის "დისკუსიები ადამიანის უფლებების შესახებ" ფარგლებში, RDN-მა "გოუ ჯგუფის" სტუდია "თვითმხილველთან" თანამშრომლობით, მორიგი შეხვედრა გამართა ქარელის რაიონის სოფელ კნოლევის მოსახლეობასთან.  სტუდია "თვითმხილველის' დოკუმენტური ფილმების ჩვენება და დისკუსიები ადამიანის უფლებების შესახებ ინტენსიურად გაგრძელდება შიდა ქართლის სხვა თემებშიც, სათემო დონეზე განხილვებისა და სამოქალაქო აქტივობის წახალისების მიზნით.  
RDN-ი უღრმეს მადლობას უხდის "გოუ ჯგუფს" მხარდაჭერისათვის.  

Under the framework of "Discussions about Human Rights Programme", in partnership with GoGroup Media - Eyewitness Studio, first meeting was held in village Knolevi, Kreli Municipality. To promote civic activism and facilitate community level discussion about human rights, discussions and screening of documentaries of Eyewitness Studio will continue in various communities in Shida Kartli.
RDN team likes to thank Go Group Media for support and partnership.  









4/8/13

შეხვედრა-დისკუსია სოფელ ლამისყანაში

პროგრამის "დისკუსიები ადამიანის უფლებების შესახებ" ფარგლებში, RDN-მა "გოუ ჯგუფის" სტუდია "თვითმხილველთან" თანამშრომლობით, პირველი შეხვედრა გამართა კასპის რაიონის სოფელ ლამისყანის მოსახლეობასთან.  სტუდია "თვითმხილველის' დოკუმენტური ფილმების ჩვენება და დისკუსიები ადამიანის უფლებების შესახებ ინტენსიურად გაგრძელდება შიდა ქართლის სხვა თემებშიც, სათემო დონეზე განხილვებისა და სამოქალაქო აქტივობის წახალისების მიზნით.  
RDN-ი უღმეს მადლობას უხდის "გოუ ჯგუფს" მხარდაჭერისათვის.  

Under the framework of "Discussions about Human Rights Programme", in partnership with GoGroup Media - Eyewitness Studio, first meeting was held in village Lamiskana. To promote civic activism and facilitate community level discussion about human rights, discussions and screening of documentaries of Eyewitness Studio will continue in various communities in Shida Kartli.
RDN team likes to thank Go Group Media for support and partnership. 




3/31/13

საქველმოქმედო აქცია - ახალი შესაძლებლობები

სათემო განვითარების პროგრამის ფარგლებში მიმდინარეობს საქველმოქმედო აქცია „ახალი შესაძლებლობები“

პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია ახალგაზრდული საგანმანათლებლო და სამოქალაქო აქტივობის ცენტრის ჩამოყალიბება შიდა ქართლის რეგიონში, ხაშურის რაიონის წაღვლის თემში (სოფლები - კლდისწყარო, ქვ./ზემო ბროლოსანი, წაღვლი, ჩორჩანა).  

აღნიშნული სოფლები  დაშორებულია რაიონულ ცენტრს, არ არის ხელმისაწვდომობა ინტერნეტსა და შესაბამისად, საინფორმაციო - საგანმანათლებლო რესურსებზე.


საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, თითოეულ მოქალაქეს  გთხოვთ, შეიტანოთ საკუთარი წვლილი სოფლად ახალგაზრდების მხარდასაჭერად.


თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ პროექტს შემდეგი შემოწირულობით:

 კომპიუტერები, (დესკტოპი, ლეპტოპი) რომელიც აღარ გჭირდებათ, თუნდაც დაზიანებული, ჩვენ მას შევაკეთებთ
კომპიუტერის მონიტორები, ნებისმიერი სხვა აქსესურები და ნაწილები
 მობილური კავშირის ინტერნეტ მოდემები (ეს ერთადერთი საშუალებაა ინტერნეტ კომუნიკაციის დასამყარებლად შორეულ სოფლებში)
 პრინტერები
პროექტორები
 საკანცელარიო დაფები
სასწავლო პროგრამები და წიგნები
ფულადი შემოწირულობა

მოგვწერეთ ელ-ფოსტის მისამართზე rdngeo@gmail.com და ჩვენი წევრები თვითონ მოგაკითხავენ შემოწირულობის წასაღებად, საქართველოს ნებისმიერ რეგიონში.

პროექტის ჯგუფი ანაზღაურების გარეშე მუშაობს, ამიტომ ჩვენ მინიმალური ხარჯები გვაქვს ცენტრის ფუნქციონირებისათვის.

 ცენტრის ბაზაზე ახალგაზრდები შეისწავლიან, როგორც კომპიუტერულ პროგრამებს, ასევე შესაძლებლობა მიეცემათ განივითარონ სხვადასხვა ინტერესები ინტერნეტის მეშვეობით, გაიზრდება ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა. ცენტრი ორგანიზებას გაუწევს სხვადასხვა შეხვედრებსა და დისკუსიებს სამოქალაქო აქტივობის წახალისების მიზნით.

ცენტრის  მეშვეობით, ახლაგაზრდებს გაუჩნდებათ შესაძლებლობა პიროვნული და პროფესიული ზრდისათვის, რაც გააუმჯობესებს მათ მორალურ მდგომარეობას და არაპირდაპირ შეამცირებს მიგრაციას ამ სოფლებიდან.

3/19/13

ქსელის აქტივობა



რეგიონული განვითარების ქსელი (RDN)  შეიქმნა ახალგაზრდების საინიციატივო ჯგუფის მიერ, რომელიც სათემო განვითარების მიმართულებით არის დაინტერესებული. 

ქსელის წევრები და მხარდამჭერები არიან, როგორც შიდა ქართლის სხვადასხვა რეგიონის სოფლების წარმომადგენლები, ასევე ორგანიზაციის მიზნებით დაინტერესებული ადამიანები, როგორც საქართველოში, ასევე ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 

დღეისათვის ორგანიზაციამ შიდა ქართლის 5 თემში მოახდინა საჭიროებების ანალიზი და მიმდინარე თუ მომავალი პროექტების სამიზნე ჯგუფად განსაზღვრა, კონფლიქტის ზონის ის სოფლები, რომელიც განლაგებულია ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან და კონფლიქტით გამოწვეულ პრობლემები დღემდე აქტუალურია. 

უახლოეს დროში ჩვენ შემოგთავაზებთ ჩვენი ანალიზის შედეგებს და ამ საჭიროებების საპასუხოდ დასახულ გეგმებს. 

წინასწარ გიხდით მადლობას მხარდაჭერისათვის.